სახიფათო შემთხვევა: სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ყაზბეგის მთებში ტრაგედიას გადაურჩა

გამოცდილმა მფრინავებმა ვერტმფრენის სტაბილიზება მოახერხეს.
Sputnik
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მყინვარწვერზე, მეტეოსადგურზე პოლონელი მაშველებისთვის დახმარების გაწევის დროს კინაღამ ჩამოვარდა, ნათქვამია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სასაზღვრო პოლიციის ცნობით, როდესაც ვერტმფრენი მეტეოსადგურს უახლოვდებოდა, დაღმავალი ჰაერის მასების ცვალებადობის შედეგად ვერტმფრენის წინა შასი მიწას შეეხო, რამაც გამოიწვია საფრენი აპარატის ამორტიზება, თუმცა გამოცდილმა და პროფესიონალმა მფრინავებმა მოახერხეს ვერტმფრენის სტაბილიზება.
ინციდენტის შემდეგ ვერტმფრენი თბილისთან მდებარე ბაზაზე დაბრუნდა.