თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ კიბერდანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებული სამი პირი დამნაშავედ ცნო და თითოეულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2021 წლის მაისში ბრალდებულებმა უკანონოდ შეაღწიეს დაზარალებულის ინტერნეტ-ბანკში და ანგარიშზე არსებული თითქმის 100 ათასი ლარი „საქართველოს ბანკში“ ერთ-ერთი ბრალდებულის კუთვნილ ანგარიშზე გადარიცხეს. შემდეგ კი თანხა ანგარიშიდან გაიტანეს და მიისაკუთრეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2022 წლის ოქტომბერში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სსკ-ის 177-ე (ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) და 284-ე (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი გამოიწვია) მუხლებით წარედგინათ.
პროკურატურა მოუწოდებს მოქალაქეებს, მათ მიმართ განხორციელებული ანალოგიური ქმედების არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ სამართალდამცველ ორგანოებს.