თბილისში დაზგური ფერწერის გამოფენა გაიმართება

გამოფენის სტუმრებს სთავაზობენ გაეცნონ დაზგურ ხელოვნებაში ტრადიციისა და ინოვაციების შესანიშნავ კომბინაციას.
Sputnik
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. თბილისში დაზგური ფერწერის გამოფენა „INK FUSION – ტრადიციისა და გამოსახულების კვეთაზე” საქართველოს სახვითი ხელოვნების მუზეუმში 5-დან 25 ივლისამდე გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიების ორგანიზატორები დაინტერესებულ პირებს ეპატიჟებიან „ბეჭდვის დეტალებით სავსე მომნუსხველ სამყაროში, სადაც ტექნიკის ოსტატობა თანამედროვეობასთან და ინოვაციასთან იკვეთება“.
გამოფენა წარმოადგენს თანამედროვე ხელოვნების ასპარეზზე ბეჭდვითი მედიუმების მუდმივ მიმზიდველობას. იგი აერთიანებს გრავირების, ლითოგრაფიის, მეცოტინტოს, ქსილოგრაფიის, ხეზე ნაბეჭდი გრავიურების, ლინოგრავიურის შესაძლებლობებს.
ექსპოზიციაში წარმოდგენილი იქნება ქართველი მხატვრების ლეილა გრიგოლიას, ლუკა გუგუშვილის, ნინო ინჯიას, თედო რეხვიაშვილის, ირაკლი ტოკლიკიშვილისა და თორნიკე ჩაფოძის ნამუშევრები. გამოფენის კურატორია სოფო კოლხიდაშვილი.