ყველა ადამიანს აქვს ცხოვრებაში დადებითი და უარყოფითი მომენტები. ხანდახან საქმეები კარგად მიდის, ხანდახან კი იღბალი ზურგს გვაქცევს ხოლმე. გაეცანით, რომელია თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი თვე და, შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი საქმეები ამ თვეში დაგეგმეთ.
ვერძი
ვერძისთვის შემოდგომის ბოლო ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია. ნოემბერი საუკეთესო თვეა საკუთარი თავის რელიზებისა და მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისთვის. ამ პერიოდში დაგეგმეთ ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებები. დროებითი ციკლის დასასრული კარგი დრო იქნება რაღაც ახლის დასაწყებად.
კურო
ხანდახან კუროები ჯიუტი და სიტყვაძუნწი არიან. თქვენთვის ყველაზე კარგი თვეა აპრილი – განახლების დრო, რომელიც დადებითად აისახება ემოციებზე. ადამიანებთან კონტაქტი უფრო ადვილი და მარტივია, ხოლო პირადი ურთიერთობები პოზიტიურ მომენტებს მოიტანს. ამ პერიოდში ნებისმიერ წამოწყებას წარმატებით დასრულების დიდი შანსი აქვს.
ტყუპი
ტყუპებისთვის დადებითად აისახება შუა ზამთარი – იანვარი. იანვარს შეუძლია საკუთარ თავთან თქვენი უთანხმოებების „გაყინვა“, ის მეტ თავდაჯერებულობას შეგმატებთ. შესაფერისი დროა სანუკვარი ოცნებების ასასრულებლად. იმოქმედეთ და ყველაფერი გამოგივათ.
კირჩხიბი
კირჩხიბები, როგორც წესი, პოზიტიური და მხიარული ხასიათით გამოირჩევიან. ოქტომბერი თქვენი თვეა – ის განწყობის შექმნასა და მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში დაგეხმარებათ. ამ პერიოდში თქვენი გონება ფხიზლადაა, მოდის ნათელი აზრები, რომლებიც კარიერულ წინსვლაში გეხმარებათ. ამ პერიოდში დაწყებული ურთიერთობები იმედს არ გაგიცრუებთ.
ლომი
ლომების თვე ივლისია. წელიწადის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი დრო თქვენს ძლიერ მხარეებს ააქტიურებს. შუა ზაფხული თქვენთვის ის პერიოდია, როდესაც ცხოვრებისეული ძალებისა და ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ. ამ დროს შეძენილი ნებისმიერი უნარ-ჩვევა ცხოვრებაში აუცილებლად გამოგადგებათ.
ქალწული
ქალწულებისთვის თვითრეალიზაციისთვის საუკეთესო თვეა თებერვალი. ზამთრის ბოლო თვე „გააგრილებს“ თქვენს ფიქრებს და რაციონალურად აზროვნების საშუალებას მოგცემთ. გადახედეთ საკუთარ პოზიციებს და იფიქრეთ ცხოვრების სერიოზულ ცვლილებებზე. შესაძლოა, ეს ყველაზე ხელსაყრელი დროა, რომ სამსახურში კარიერას მიხედოთ, ან საერთოდ გამოიცვალოთ სამუშაო.
სასწორი
სასწორებს განწყობის ცვლა ახასიათებთ. მაგრამ დეკემბერში მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრას შეძლებთ. ქორწინებები ამ პერიოდში სასწორებისთვის, როგორც წესი, იღბლიანია.
მორიელი
მორიელების თვე აგვისტოა. ზაფხულის ბოლო თვე კარგად მოქმედებს თქვენს ძლიერ ხასიათზე. შეძლებთ პირადი ცხოვრების მოწყობას, რომელიც მხოლოდ დადებით შედეგებს გამოიღებს. ასევე საუკეთესო დროა მოგზაურობებისა და დასვენებისთვის.
მშვილდოსანი
მშვილდოსნები, ჩვეულებრივ, კომუნიკაბელური და, შეიძლება ითქვას, მიამიტებიც არიან, მაგრამ ივნისში მათ ვერავინ მოატყუებს. ამ თვეში ისინი შეძლებენ თავის რეალიზებას სამსახურშიცა და სახლშიც. ამ პერიოდში ადვილად გაარჩევთ, ვინაა თქვენი მეგობარი და ვინ – მტერი. თქვენი ბედი თქვენ ხელშია – წარმატებები გელოდებათ.
თხის რქა
თხის რქები უნივერსალური პიროვნებები არიან, რომელთაც ყველაფერთან შეუძლიათ შეგუება, მათ შორის – წელიწადის დროსთანაც. თქვენთვის ხელსაყრელია სექტემბერი. შემოდგომის დასაწყისი დადებითად მოქმედებს კარიერაზეც და პირად ცხოვრებაზეც. იმოქმედეთ თავდაჯერებულად და სპონტანურად, ენდეთ საკუთარ ინტუიციას, სექტემბერში ის არ გიღალატებთ.
მერწყული
მერწყულებს თავის წარმოჩენა გაზაფხულის პირველ თვეს შეუძლიათ. ზამთრის გასვლას თქვენი სირთულეებიც მიჰყვება. მარტში უნდა დაივიწყოთ პრობლემები და ცხოვრება დაიწყოთ. დასვენება თუ მუშაობა – ყველაფერი კმაყოფილებას მოგანიჭებთ და ეს საქმეებზეც კარგად აისახება.
თევზები
ვარდობისთვე შესანიშნავი პერიოდია არაჩვეულებრივი თევზებისთვის. ამ დროს მძაფრდება სურვილი, გამოამჟღავნოთ თქვენი ლიდერის თვისებები. აისრულეთ ოცნებები, მიაღწიეთ მიზნებს; თამამად შეუდექით ახალ საქმეებს და გახსოვდეთ, რომ ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან.