საქართველოში კონტრაბანდული ოქროს შემოტანა სცადეს

ოქროს ნივთების საერთო საბაჟო ღირებულებამ 40,8 ათასი ლარი შეადგინა.
Sputnik
თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფსა“ და „სადახლოზე" არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ორი ფაქტი აღკვეთეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, სომხეთისა და რუსეთის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ისე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად საერთო ჯამში 406,8 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.
ოქროს ნივთების საერთო საბაჟო ღირებულებამ 40,8 ათასი ლარი შეადგინა.
უწყების განმარტებით, კანონდამრღვევი სომხეთის მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო რუსეთის მოქალაქეს, საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად, სანქციის სახით ფულადი ჯარიმა შეეფარდა 6,1 ათასი ლარის ოდენობით.