თბილისში საპატრიარქოს გუნდის კონცერტი გაიმართება

საღამოზე აჟღერდება სხვადასხვა ეპოქის ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების საგუნდო მუსიკა.
Sputnik
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის მცირე დარბაზში 26 ივნისს წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქოს გუნდის კონცერტი გაიმართება.
საღამოზე აჟღერდება სხვადასხვა ეპოქის ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების საგუნდო მუსიკა, მათ შორის, რამდენიმე ნაწარმოები ვატიკანში ჩატარებული კონცერტის რეპერტუარიდან.
კონცერტზე სოლისტები იქნებიან ნინო ავალიშვილი, ზვიად ბოლქვაძე, სოლიკო გოგილაშვილი, ზვიად მიჩილაშვილი და სხვები. კონცერტის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორია სვიმონ ჯანგულაშვილი.
სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქოს გუნდი ცნობილია იმით, რომ პირველად ისტორიაში, 2022 წლის 26 ივნისს კონცერტი გამართა ვატიკანში, სიქსტის კაპელაში.
გუნდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით 1998 წელს შეიქმნა. ის სამების ტაძარში ღვთისმსახურებაში მონაწილეობს.