თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. რიკოთის უღელტეხილზე, მდინარე ძირულაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს, მაშველები მუშას სამშაბათიდან ეძებდნენ, იუწყება „მთავარი არხი“.
52 წლის რამაზ ბარბაქაძე ავტობანის უბისას მონაკვეთზე მშენებარე ხიდიდან გადავარდა. თვითმხილველების ცნობით, მამაკაცი მდინარეში ჩავარდა და ის დინებამ გაიტაცა. სამძებრო სამუშაოების შედეგად ის ცოტა ხნის წინ შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, სოფელ შროშის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.
გარდაცვლილი ხიდის მშენებლობაზე მუშაობდა. ერთ-ერთი ვერსიით, არ იყო დაცული უსაფრთხოების ზომები, კონსტრუქციას არ ჰქონდა დამჭერი მექანიზმი, რის გამოც მამაკაცი ხიდიდან გადავარდნის შემდეგ ჯერ მიწაზე დაეცა, შემდეგ კი წყალში ჩავარდა.
ტელეკომპანიის ცნობით, ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.