თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ადიგენის რაიონის შვიდი სოფლის მოსახლეობა კოკისპირული წვიმებისა და სეტყვის გამო დაზარალდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
დაბინძურებულმა სანიაღვრე არხებმა წვიმის წყალი ვერ გაატარა, რის შედეგადაც დაიტბორა ცენტრალური ქუჩები და სახლების პირველი სართულები. სეტყვამ გაანადგურა ნათესები და ხილი. ასევე დაზიანდა სახლების სახურავები.
უამინდობის შედეგები ადიგენში
© Adigeni city hall
ცენტრალური ქუჩები მძიმე ტექნიკის მეშვეობით იწმინდება. უკვე დაწყებულია ზარალის დათვლა.
ბოლო კვირაში სტიქია ადიგენის რაიონს ორჯერ დაატყდა თავს. პირველად ეს 13 ივნისს მოხდა. მაშინ უამინდობამ 12 სოფელი დააზარალა.