როგორ კონტროლდება თბილისში თამბაქოს მოხმარების შესახებ კანონი - მერიის პასუხი

თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის წესის დარღვევა ისჯება ჯარიმით 150-დან 5 ათას ლარამდე.
Sputnik
თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. 2019 წლიდან 2022 წლის ჩათვლით პერიოდში თბილისის მერიამ დედაქალაქში „თამბაქოს მოხმარების კონტროლის შესახებ“ კანონის დარღვევის 100-მდე ფაქტი აღკვეთა, ნათქვამია ქალაქის მთავრობის ინფორმაციაში.
მერიის ინფორმაციით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თამბაქოს ნაწარმის რეკლამის აკრძალვის დარღვევის 25 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის 11 მხოლოდ 2022 წელს. გარდა ამისა, მერიამ კანონის დარღვევით განხორციელებული თამბაქოს ნაწარმით გარე ვაჭრობის 63 ფაქტი გამოავლინა.
მამაკაცი ელექტრონულ სიგარეტს ეწევა
„თამბაქოს მოხმარების კონტროლის შესახებ“ კანონი ძალაში 2017 წლის მაისში შევიდა. კანონის თანახმად, საქართველოში აკრძალულია სიგარეტის გაყიდვა საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, მათ შორის უნივერსიტეტებიდან 50 მეტრის რადიუსში, მათ შორის ცალობით, საჯარო დაწესებულებებში, სავაჭრო ობიექტებში საბავშვო ტანსაცმლის, საკვების ან სათამაშოების სექციებში.
დანარჩენ ადგილებში სიგარეტი, პაპიროსი, სიგარები, ელექტრონული სიგარეტი შეიძლება გაიყიდოს დახურული ყუთებიდან ისე, რომ მომხმარებელი მათ ვერ ხედავდეს. აკრძალულია სიგარეტის რეკლამა, გათამაშება, გაყიდვა მანქანებიდან ან მძღოლებისთვის.
თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის წესის დარღვევა ისჯება ჯარიმით 150-დან 5 ათას ლარამდე.