ბათუმში მეათე სართულიდან 15 წლის ბიჭი გადმოვარდა

რა გახდა მომხდარის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.
Sputnik
თბილისი, 18 ივნისი - Sputnik. ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეათე სართულიდან არასრულწლოვანი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „TV25“.
შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე გუშინ გვიან ღამით მოხდა.
ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას 15 წლის ბიჭი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებულები.
წყარო - ტელეკომპანია „TV25“