თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ლადო გუდიაშვილისა და არჩილ ჯორჯაძის ქუჩებზე ავტომობილების გადაადგილება 17 ივნისს დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
შეზღუდვა დაგეგმილი სატელევიზიო გადაღებების გამო დაწესდა.
„06:00-დან 11:00 საათამდე ჩაიკეტება ლადო გუდიაშვილის ქუჩა, კერძოდ, არჩილ ჯორჯაძისა და ანტონ ფურცელაძის ქუჩებს შორის არსებული საგზაო მონაკვეთი, ხოლო 07:00-დან 08:00 საათამდე მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება არჩილ ჯორჯაძის ქუჩაზეც“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, შეზღუდვის პერიოდში ტრანსპორტი შოთა რუსთაველის გამზირიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებს ანტონ ფურცელაძის ქუჩის გამოყენებით. რევაზ თაბუკაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით კი მძღოლები იმოძრავებენ გია ჭანტურიას ქუჩის გავლით.