ბათუმში, ზღვაში მოზარდის ცხედარი იპოვეს

თვითმხილველების ინფორმაციით, ორი მოზარდი ზღვაში შევიდა და გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ.
Sputnik
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ბათუმში, ზღვაში მაშველებმა მოზარდი ბიჭის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
შემთხვევა აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ზღვაში ორი მოზარდი შევიდა, რომლებიც გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა მხოლოდ ერთი მოზარდის გადარჩენა შეძლეს.
სამაშველო სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები იმყოფებოდნენ.