თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოში 2023 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს-სექტორის საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობამ 716,1 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე 6,3%-ით მეტია, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
დასაქმებულების საერთო რაოდენობიდან 56,7% მამაკაცია, ხოლო 43,3% – ქალი.
ბიზნეს-სექტორში დასაქმებულების რაოდენობა ერთ წელიწადში 6,3%-ით გაიზარდა და 677,2 ათასი ადამიანი შეადგინა. ხარჯებმა პერსონალზე მეორე კვარტალში 3,6 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 26,2%-ით მეტია, ნათქვამია ინფორმაციაში.
საანგარიშო პერიოდში ბიზნეს-სექტორში დასაქმებულების საშუალო ხელფასი თვეში შეადგენს 1.759,1 ლარს, რაც 279,4 ლარით მეტია, ვიდრე გასულ წელს. მათ შორის, ქალების საშუალო ხელფასი შეადგენს 1.395,5 ლარს, რაც 208,8 ლარით მეტია 2022 წლის იანვარი–მარტის მაჩვენებელზე.
საქართველოში 2023 წლის პირველ კვარტალში საწარმოების საერთო ბრუნვამ 44,1 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 14,4%-ით მეტია, ვიდრე 2022 წლის იანვარი–მარტის მაჩვენებელი.
საქართველოს ბიზნეს-სექტორში წარმოებული პროდუქციის საერთო მოცულობამ ფულის სახით საანგარიშო პერიოდში 15,9 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 13%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქართველოს მშპ-ის ზრდამ 2023 წლის პირველ კვარტალში 7,1% შეადგინა 2022 წლის იანვარ-მარტთან შედარებით.