თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. ბელარუსმა რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიღება დაიწყო, განაცხადა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ.
მისი თქმით, ზოგი მათგანი ბევრად უფრო მძლავრია, ვიდრე შეერთებული შტატების ის ატომური ბომბები, რომლებიც მან 1945 წელს ჩამოყარა იაპონიაში.
„ჩვენ გვაქვს რაკეტები და ბომბები, რომლებიც რუსეთიდან მივიღეთ. ეს ბომბები სამჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ჰიროშიმასა და ნაგასაკიზე ჩამოყრილი ბომბები“, — განუცხადა მან რუსულ ტელეარხ „როსია-1“-ს.
ამასთან ლუკაშენკომ ხაზი გაუსვა, რომ ბირთვული იარაღი ქვეყნის ტერიტორიაზე გადანაწილდება, ვინაიდან ბელარუსს ბევრი საცავი აქვს.
„როგორც კი ყველაფერს შემოვიტანთ, ის მთელ ბელარუსში გადანაწილდება. ჩვენში ხომ ეს საცავები სოფელში ძაღლებივითაა. ჩვენ ისინი ბევრი გვქონდა, ხუთი-ექვსი უკვე აღვადგინეთ და კიდევ მეტს აღვადგენთ. <...> იარაღს ერთ ადგილზე არ შევინახავთ“, — აღნიშნა ლუკაშენკომ.
მანამდე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი, რომელიც ტაქტიკურ იარაღზე კონტროლს შეინარჩუნებს, მის განთავსებას ბელარუსში მაშინ დაიწყებს, როცა მათ შესანახად სპეციალური საცავები მზად იქნება.