სახლს ვალაგებთ, ვასუფთავებთ, მაგრამ განა ყოველთვის ვაგდებთ იმას, რასაც დიდი ხანია ყავლი გაუვიდა, წლებია აღარ გამოგვიყენებია? და, მაინც – ესა თუ ის ნივთი ჯიუტად იკავებს ადგილს გარდერობში თუ ჩვენი სახლის ამა თუ იმ თაროზე, რატომღაც ვერ ველევით მას და გვენანება მისი გადაგდება ან სხვისთვის მიცემა.
ხშირად ვეძებთ მიზეზებს, რატომ დაგვიდგა ასეთი უიღბლო ხანა ცხოვრებაში, რატომ მიდის ჩვენი საქმეები უკუღმა და კარგი განწყობაც, შესაბამისად, გაუჩინარდა. ამის პასუხი, შესაძლოა, ქვემოთ ჩამოთვლილ ნივთებში იყოს, რომლებსაც ჩვენს ცხოვრებაში ქაოსი შემოაქვს.
• „მკვდარი" ნივთები
საუბარია სხვადასხვა გამხმარ ყვავილზე, მოკლული ცხოველების ფიტულებზე, შესაძლოა, ნიჟარებზეც კი. თუ გიყვართ ცოცხალი ყვავილები, კარგად მოუარეთ მათ, რომ არ გახმეს, ნიჟარები ხშირად გაწმინდეთ, რათა ცუდ აურასთან დაკავშირებული პრობლემები თავიდან აიცილოთ.
• ბუნებრივი კატასტროფების ამსახველი სურათები და ფოტოები
საუბარია არა მხოლოდ გლობალურ კატასტროფებზე, არამედ ისეთ სურათებზეც, სადაც გამოსახულია ძლიერი წვიმა, დიდთოვლობა და ა.შ., რომლებიც თქვენში დადებით ემოციებს არ აღძრავს.
• უწყვილო ნივთები
თუ შემოგრჩათ ძველი ერთი ცალი თხილამური, ან ერთი კედი, რომელიც ძალიან მოგწონდათ, მაგრამ არ იცით სადაა მისი მეორე ცალი, სასწრაფოდ მოიშორეთ ისინი.
• გაჩერებული საათი
ეს ძალიან ცუდი ნიშანია, ამიტომ იზრუნეთ, რომ სახლში ყველა საათი მუშაობდეს. თუ მათი შეკეთება უკვე აღარ შეიძლება, გაიტანეთ ისინი სახლიდან და გადააგდეთ.
• გაცვეთილი ცოცხი
ყველაფერი, რითიც სახლს ასუფთავებთ, წესრიგში უნდა იყოს. თუ ცოცხი უკვე გაცვდა, ახლით შეცვალეთ, ამან, შესაძლოა, ფინანსური პრობლემები მოგიტანოთ.
• ფოტოები, რომლებიც თქვენში დადებით ემოციებს არ იწვევს
ყველაფერი, რაც თქვენში ნეგატივს იწვევს, უნდა მოიშოროთ სახლიდან — ეს სრულებით ლოგიკური და სწორი საქციელია.
• წვრილი ნაგავი ჯიბეში, საფულესა თუ ჩანთაში
როგორც ამბობენ, ასეთი წვრილმანებით დიდი პრობლემები იწყება. თუ გსურთ თქვენს ცხოვრებაში ჰარმონიამ დაისადგუროს, ეცადეთ ყველა ნივთი წესრიგში გქონდეთ.
• ნივთები, რომლებიც სამ წელზე მეტია აღარ გამოგიყენებიათ
ისინი უმოძრაობის ენერგეტიკას აგროვებს, ამიტომ თქვენ გარშემო განვითარებას აფერხებს. არ ღირს ისეთი ნივთების შენახვა, რომელთა გამოყენებას ნამდვილად არ აპირებთ.
• გატეხილი მინები
ისინი დაცვაში არსებული ხვრელის გარღვევის სიმბოლოა. მიადევნეთ თვალი, რომ ყველა სარკე, ჭურჭელი და სხვა მსხვრევადი საგანი მთლიანი იყოს. თუ გაიბზარა ან გატყდა — მოიშორეთ თავიდან!
• ძველი ნივთები
თუ არ შეგიძლიათ ძველი ტანსაცმლის გადაყრა, მაშინ მოწყალების ან ქველმოქმედების სახით გაეცით. არ არის საჭირო, სახლში შეინახოთ ის, რის ჩაცმასაც არ აპირებთ.
შესაძლოა, ზოგიერთი რჩევა სხვა დროსაც გსმენიათ, მაგრამ ყური დაუგდეთ მას? შეიძლება არც გჯერათ ამის და ცრურწმენა გგონიათ. სცადეთ, მოაშორეთ სახლიდან, ჯიბეებიდან, კარადებიდან ძველი, უსარგებლო ნივთები — იქნებ და „გაჭრას"? თუ არა, დალაგებული სახლი მაინც შეგრჩებათ.
ერთი რამ კი ნამდვილად ასეა: როცა ჰარმონიულ გარემოში ვცხოვრობთ, ეს ჩვენს განწყობაზე, ფიქრებზე, აზროვნებაზე დადებითად მოქმედებს; როცა ქველმოქმედებას ვეწევით, ეს ჩვენს ენერგეტიკაზე დადებითად აისახება; როცა კარგი, კეთილი აზრები მოგვდის თავში, ეს ჩვენს განწყობაზე აისახება პოზიტიურად…
ასე რომ, გაიღიმეთ, გადაყარეთ ძველი, გამოუსადეგარი ნივთები და თქვენც გათავისუფლდით ყოველგვარი ნეგატივისგან!