კვარაცხელია უეფას ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა

კვარაცხელიამ სერია А-ში თავის სადებიუტო სეზონში „ნაპოლისთვის“ გაიტანა 12 გოლი და გააკეთა 10 შედეგიანი გადაცემა.
Sputnik
თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. იტალიური „ნაპოლის“ ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია 2022/23 წლის სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დასახელდა. ინფორმაცია ამის თაობაზე უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
წელს „ნაპოლი“ პირველად ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალურ სტადიაზე გავიდა. კვარაცხელიამ ტურნირის ცხრა მატჩში გაიტანა ორი გოლი და გააკეთა ოთხი შედეგიანი გადაცემა.
მანამდე 22 წლის კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის ამავე სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარეს>>
კვარაცხელიამ სერია А-ში სადებიუტო სეზონში „ნაპოლისთვის“ გაიტანა 12 გოლი და გააკეთა 10 შედეგიანი გადაცემა.
ის მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც იტალიის ჩემპიონატი მოიგო. მანამდე „მილანის“ შემადგენლობაში სკუდეტო მოიგო კახა კალაძემ.