თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. კურორტი ურეკი და მისი პლაჟები მაგნიტური ქვიშით დამსვენებლების მისაღებად მზად არის, ნათქვამია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.
ურეკის მაგნიტური ქვიშა ცნობილია თავისი სამკურნალო თვისებებით და იზიდავს როგორც ქვიშის სანაპიროს მოყვარულებს, ისე ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს.
ურეკში დამსვენებლების მისაღებად ემზადებიან
ახალი სეზონისთვის ადგილობრივმა ხელისუფლებამ კომფორტული დასვენებისთვის სრულად განაახლა პლაჟის ინფრასტრუქტურა.
ურეკში დამსვენებლების მისაღებად ემზადებიან
© Ozurgeti City Hall
გარდა ამისა, კეთილმოწყობის აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს შეკვეთილში.
ურეკში დამსვენებლების მისაღებად ემზადებიან
© Ozurgeti City Hall
მერიის ინფორმაციით, წელს ადგილობრივი ხელისუფლება დამსვენებლების უფრო დიდ რაოდენობას ელის.
ურეკში დამსვენებლების მისაღებად ემზადებიან
© Ozurgeti City Hall
ოფიციალურად საზღვაო სეზონი 4 ივნისს გაიხსნა, მაგრამ შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლების პიკი ივლის-აგვისტოშია.