პოლიციამ აგარაკების გაქურდვის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავა

დაკავებულებს სამართალდამცველები სხვადასხვა დროს, მცხეთა- მთიანეთის ტერიტორიაზე რამდენიმე აგარაკის გაქურდვას ედავებიან.
Sputnik
თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. პოლიციამ ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი სამი ადამიანი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინსიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ 33, 29 და 27 წლის მამაკაცები მცხეთის რაიონის სოფელ კევლიანში მდებარე აგარაკზე შეიპარნენ და იქიდან საოჯახო ტექნიკა და სხვადასხვა ნივთები მოიპარეს. სამართალდამცველებმა სამივე ახალგაზრდა დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს.
ასევე დადგინდა, რომ დაკავებულებმა სხვადასხვა დროს, მცხეთა- მთიანეთის ტერიტორიაზე რამდენიმე აგარაკი გაქურდეს. სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია აგარაკებიდან მოპარული ნივთები და საოჯახო ტექნიკა.
გამოძიება ბინაში უკანონოდ შეღწევით ჩადენილ ქურდობის მუხლით მიმდინარეობს,
ბრალის დამტკიცების შემთხვეაში ახალგაზრდებს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
წყარო - შსს