წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
1-10 ივნისი
1-10 ივნისი ტყუპის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას მარსი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს მძლავრ ენერგიასა და დიდ ცხოვრებისეულ ძალას ანიჭებს.
მნიშვნელოვანია წლებია: 8, 10, 16, 20, 32, 40, 48, 56, 64, 72.
ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა მაჩიტა.
1-10 ივნისის პერიოდში დაბადებულებს უყვართ სტაბილურობა. სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებენ, ისინი ჯერ კარგად დაფიქრდებიან, შეაფასებენ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. არ უყვართ და აშინებთ მოულოდნელი ცვლილებები, მაგრამ თუ ცვლილებების სარგებელს გაიგებენ, სწრაფად მოახდენენ ადაპტირებას, უძრაობა მათთვის მიუღებელია.
არიან კარგი მეოჯახეები, ახლობლების მიმართ მზრუნველი და ყურადღებიანი.
10 ივნისს დაბადებულები
10 ივნისს დაბადებულების ცხოვრება მათ არჩევანზეა დამოკიდებული. თუ ადამიანი მეტ ყურადღებას დაუთმობს თავის ნეგატიურ მხარეებს, მისი ცხოვრება არასასურველი მიმართულებით წარიმართება, ხოლო თუ ნათელი და დადებითი მხარეების განვითარებით დაინტერესდება, მისი ცხოვრება სავსე იქნება სიკეთითა და ბედნიერებით.
10 ივნისს დაბადებულთა ცხოვრება – ეს აღმაფრენებისა და ვარდნების მონაცვლეობაა. მათ ყველაზე კარგად ეხერხებათ ურთიერთსაწინააღმდეგოს (მაგალითად, დარდისა და ბედნიერების, კომედიისა და ტრაგედიის) სინთეზი და დაზავება; ხოლო თუ მხოლოდ ერთ ცხოვრებისეულ გზას აირჩევენ და თავით გადაეშვებიან ხან ჩრდილში და ხან სინათელში, მათი ცხოვრება ნაკლებად წარმატებული იქნება. ამ დღეს დაბადებულთანაგან ბევრი არ გამოირჩევა აქტიურობით.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ დღეს დაბადებულები უშიშარნი არიან იმიტომ, რომ ყველაფრის ეშინიათ. ყველაზე მეტად მაშინ რისკავენ, როდესაც ამა თუ იმ დილემას წყვეტენ. ამ ადამიანების სული საიდუმლოებების ბუნაგია; ისინი ახერხებენ შეიმეცნონ სამყაროს ფარგლებში ბნელი და ნათელი ძალების ურთიერთქმედების არსი. ერთნაირად კარგად გრძნობენ ყოფითი ცხოვრების როგორც სასიხარულო, ისე ნაღვლიან მხარეებს.
10 ივნისს დაბადებულები საოცრად იზიდავენ პლანეტების – სატურნისა და პლუტონის ბნელ ენერგიას. მათ აინტერესებთ სექსის, სიკვდილის, სისასტიკის ნებისმიერი საკითხი. ჩვეულებრივ, ეს ადამიანები ისწრაფვიან ანალიტიკის, კვლევების, ექსპერიმენტებისკენ. ხშირად ტოვებენ ნერვული, ქაოტური ადამიანების შთაბეჭდილებას (განსაკუთრებით ქალები). ეს ყველაფერი, დიდი ალბათობით, პირადი თავდაუჯერებლობის გადალახვის მცდელობაა.
ამ დღეს დაბადებულები უნდა ეცადონ, შეზღუდონ ცხოვრების პირქუში ასპექტებით დაინტერესება და ეს ჯანმრთელობის, ბედნიერების, წარმატების მხარეს მიმართონ.
ჯანმრთელობა
10 ივნისს დაბადებულებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, რომ უკიდურესად დესტრუქციული, დამანგრეველი იმპულსები მათზე ძალიან ცუდად აისახება. მათ ხანდახან ხანგრძლივი დეპრესია აწუხებთ, ამიტომ ამ დღეს დაბადებულების წინაშე ანტიდეპრესანტებზე დამოკიდებულების საშიშროება იზრდება.
მათთვის აუცილებელია სათანადო ფიზიკური აქტივობა, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სექსუალურ კავშირებს და ემოციებს ამ პროცესში. თუ მათი ცხოვრების ეს მხარე არადამაკმაყოფილებელია, ეს ნეგატიურად აისახება არა მხოლოდ მათ პირად ცხოვრებაზე, არამედ უშუალოდ ჯანმრთელობაზე. ამის ალტერნატივა შეიძლება გახდეს ძალოსნობა–მძლეოსნობასთან დაკავშირებული სპორტის სახეობები, რეკომენდებულია ფიზიკური დატვირთვები, ოღონდ – ზომიერი.
რჩევა:
თქვენთვის სასარგებლო იქნება, რომ გარჯვეული პერიოდი საკუთარი თავის ანალიზს დაუთმოთ, მონიშნოთ თქვენთვის ზიანის მომტანი ძირითადი მიზეზები და შესაბამისად, ეს შემდგომ პრაქტიკაში გამოიყენოთ. მოაწესრიგეთ პირადი საქციელისა და ინდივიდუალური ფანტაზიების შესატყვისობა და თქვენი ცხოვრება ბედნიერებითა და წარმატებებით აივსება.