თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. თბილისში ქუჩის ძაღლის მკვლელობის გამო პოლიციამ გამოძიება დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
ვაზისუბანში მიუსაფარი ძაღლის მკვლელობის კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეოში ჩანს უცნობი მამაკაცი ქუჩაში, სხვა მოქალაქეების თვალწინ, თუ როგორ ესვრის ძაღლს.
ძაღლმა გამვლელს დაუყეფა, რის გამოც მამაკაცმა იგი იარაღიდან გასროლით მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტს ბავშვები შეესწრენ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.