პიანისტი გიორგი გიგაშვილი BBC-ს ახალი თაობის პროგრამაში მოხვდა

გიგაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა ქართველი პიანისტია.
Sputnik
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ქართველი პიანისტი გიორგი გიგაშვილი BBC-ს ახალგაზრდა თაობის ორწლიან პროგრამაში ჩართეს. ინფორმაცია ამის შესახებ თავად მუსიკოსმა გაავრცელა.
BBC Radio 3 New Generation Artists scheme 1999 წელს ინგლისელმა დირიჟორმა, რადიოპროდიუსერმა და რედაქტორმა, კლასიკური მუსიკის ადმინისტრატორმა ადამ გეიტჰაუსმა დააარსა BBC-ს ახალგაზრდა მუსიკალური ტალანტების ერთგულების პროექტის ფარგლებში.
გიორგი გიგაშვილი
არტისტებს ეძლევათ გამოსვლების შესაძლებლობა, მათ შორის Radio 3 სტუდიური ჩაწერის, BBC–ს ორკესტრთან გამოსვლისა და ჩაწერის, ასევე რამდენიმე მუსიკალურ ფესტივალზე გამოსვლის, მათ შორის, Cheltenham International Festival და BBC Proms.
„დიახ, დიახ, დიახ, დიახ, დიახ!!! BBC-ის ახალგაზრდა თაობის ორწლიან (2023-2025) პროგრამაში ვარ ოფიციალურად, რაც გულისხმობს დიდ ბრიტანეთში კონცერტებს, ფესტივალებსა და ალბომების ჩაწერას ისეთ პრესტიჟულ ორკესტრებთან, როგორებიც არიან BBC Philharmonic და BBC Symphony Orchestra", - დაწერა სოციალურ ქსელში გიგაშვილმა.
გიორგი გიგაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა ქართველი პიანისტია. წარმატებით მართავს კონცერტებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ – აშშ-ში, პოლონეთში, ესპანეთში, საფრანგეთში და სხვა ქვეყნებში. გიორგი თანამშრომლობს კამერულ ანსამბლებთან და ორკესტრებთან, ასევე მონაწილეობს ფესტივალებსა და მასტერ-კლასებში მთელ მსოფლიოში.
გიორგი გიგაშვილი
2019 წელს გიგაშვილი მუსიკალური ხელოვნების ნომინაციაში წინანდლის პრემიის ლაურეატი გახდა.
გიგაშვილმა 2023 წელს არტურ რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა მე-17 საერთაშორისო კონკურსზე ფურორი მოახდინა - საპრიზო ადგილის გარდა, მან კიდევ რვა სპეციალური ჯილდო მოიპოვა.