თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 6 ივნისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხინი I მიკრორაიონის (ნაიწლობრივ) და მარატ ნოზაძის ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას II, VI მიკორორაიონების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის, პეტრე იბერის, გოძიაშვილის, ქავთარაძის (ნაწილობრივ), ანჯაფარიძის, მეფე მირიანის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალეკო შენგელიას, ბელინსკის, გოგებაშვილის, გუნიას, ზანდუკელის, ჭოველიძის, ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას, ბარნოვის, ივანე კერესელიძე, თეიმურაზ ჩირგაძის, რჩეულიშვილის და ბაშალეიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, მარნეულის გზატკეცილის, სოფელი თელეთი, ფონიჭალას IIIა, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ), ჟორდანიას, ლევან ღოღობერიძის, ევგენი გეგეჭკორის, სერგი სურგულაძის, შოთა ნიშნიანიძის, ვირსალაძის, პეტრიწის და ლომინაძის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის III კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის II, III კვარტლების (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების IX კვარტლის, ანაპის 414-ე დივიზიის, ავშნის, მონადირის, მუხიანის, ნიკოლოზ ჯანაშიას და ძმები ჭილაშვილების ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის და იარაჯულის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფოთის და თევდორე მღვდლის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.