ზოდიაქოს ნიშნების დილა: როგორ იწყება დღე თითოეული ნიშნისთვის

როგორ ემზადებიან დღისთვის ზოდიაქოს ნიშნები, როგორ უყვართ დილის გატარება – გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს.
Sputnik
დღის უმნიშვნელოვანესი ნაწილი დილაა. სწორედ ის აძლევს ბიძგს მთელ დღეს და მასზე ბევრი რამაა დამოკიდებული.
რა უნდა გაითვალისწინონ ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებმა იმისთვის, რომ დღემ უფრო წარმატებულად ჩაიაროს? – გაეცანით ასტროლოგებს მოსაზრებებსა და რჩევებს და ნახეთ, მართლა ასეთია თქვენი დილა, როგორც ამას სპეციალისტები ამბობენ?
ვერძი
ადექით ადრე და სახლიდან გასვლისა და საქმეებისთვის ადრევე მოემზადეთ. იყავით მუდამ მაქსიმალურად ფრთხილი, წინდახედული, რადგან დიდი შანსია, რამე მნიშვნელოვანი დაგავიწყდეთ.
კურო
კუროს საწოლში ნებივრობა უყვარს. დაიწყეთ დღე უზრუნველად და მსუბუქად. დილისთვის საღამოს მოემზადეთ, შეარჩიეთ ტანსაცმელი, საჭირო ნივთები. დილა საერთო მზადყოფნის შემოწმებით დაიწყეთ.
იდეალური ქვეყანა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
ტყუპი
ყველა ასტროლოგი თანხმდება იმაში, რომ ტყუპი რაც შეიძლება ადრე უნდა ადგეს. ძილიანობას რომ შეებრძოლონ, მეტი ვაშლი უნდა მიიღონ და არა ყავა. ვაშლში არის ნივთიერებები, რომლებიც ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე კოფეინი.
კირჩხიბი
კირჩხიბისთვის აუცილებელია დღის დაგეგმვა. როცა რამე ავიწყდებათ, პრობლემები გროვდება და ეს უკვე სხვა საქმეების გადაწყვეტას უშლის ხელს. ამიტომ მათთვის აუცილებელია ყველაფრის ჩამოწერა (თუნდაც გონებაში).
ლომი
ლომისთვის აუცილებელია სხვა ადამიანი. ასევე არ აწყენს დაგეგმვა. ამ ადამიანებს ძალიან უჭირთ დილით ადგომა და მუდამ რაღაც ავიწყდებათ. ამ დაბნეულობის გამოსწორება შეუძლია პარტნიორს, რომელიც შეახსენებს მათ ბევრ რამეს, მაგრამ ზედმეტი არ იქნება, თუ თავად წინა საღამოს მოამზადებენ ყველაფერს.
ქოლერიკი, ფლეგმატიკი თუ... გაარკვიეთ თქვენი ტემპერამენტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ქალწული
დაიწყეთ დღე დადებითი განწყობის შექმნით. ასე იღბალს მოიზიდავთ. ეს ქალწულებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ამიტომ აუცილებლად გაითვალისწინეთ.
სასწორი
დაიწყეთ დღე მხნედ, დაეხმარეთ საკუთარ თავს გამოფხიზლებაში. ისწავლეთ გაღვიძების ეფექტური მეთოდები. დილით მოგიხდებათ კონტრასტული შხაპი ან ვარჯიში.
მორიელი
გაიღვიძეთ და უმნიშვნელოვანესი საქმეები დილითვე გააკეთეთ, საღამოსთვის ნაკლები გასაკეთებელი მოიტოვეთ. ეს მორიელებისთვის ყველაზე მთავარი წესია.
როგორ მოქმედებს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებზე
მშვილდოსანი
სტატისტიკის მიხედვით, მშვილდოსნებისთვის გაღვიძების საუკეთესო საშუალებაა საყვარელი ჰანგები. დამატებითი დახმარება შეიძლება იყოს სირბილი ან ვარჯიში.
თხის რქა
თქვენთვის მთავარი სიწყნარე და სიჩუმეა. არავინ არ უნდა შეგიშალოთ ხელი და პრობლემებით არ შეგაწუხონ. ეცადეთ დილაობით მოერიდოთ ნებისმიერ კონფლიქტს ოჯახის წევრებთან, ასევე ტყუილუბრალოდ არ გარისკოთ.
მერწყული
დილით პირად პრობლემებზე იფიქრეთ, რომლებიც ძალების დიდ ხარჯვას არ მოითხოვს. დღე თუ პროდუქტიული გინდათ რომ იყოს, ყველაზე რთული საქმე გადადეთ, არ გარისკოთ და იყავით ყურადღებიანი, თუ რამე მნიშვნელოვანის გაკეთება გიწევთ.
მედლის ორი მხარე – ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება
თევზები
თევზებს დილით ძალიან ცოტა რამ ესაჭიროებათ. მათთვის მთავარია განმარტოება. მარტოობა პრობლემებისგან ხსნაა მათთვის, ეს ნიშნავს, რომ თუნდაც ორი წუთი მარტო უნდა დარჩნენ საკუთარ თავთან.