საქართველოს მოღვაწეების ასზე მეტი შარჟი: ეროვნულმა არქივმა ონლაინ-კოლექცია წარადგინა

ონლაინ-კოლექციაში წარმოდგენილია პოლიტიკოსების, მსახიობების, მწერლებისა და კომპოზიტორების შარჟები
Sputnik
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა არქივმა 1910-1920-იან წლებში ქართულ პრესაში დაბეჭდილი ცნობილი ადამიანების პოლიტიკური და კულტურის მოღვაწეების შარჟების ონლაინ-კოლექცია გამოაქვეყნა.
ქართველი ინტელიგენტების შარჟი. მხატვარი: შალვა ქიქოძე. ჟურნალი „ეშმაკის მათრახი“, 1915 წლის 27 სექტემბერი.
პერიოდულ გამოცემებს, რომლებიც XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში იბეჭდებოდა, ცნობილი მხატვრები აფორმებდნენ.
გერონტი ქიქოძე მოსე თოიძის გამოფენაზე მხატვარი: მიხეილ ჭიაურელი. ჟურნალი „ეშმაკის მათრახი“, 1916 წლის 5 ივლისი.
მათ შორის იყვნენ შალვა ქიქოძე, მიხეილ ჭიაურელი, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, ოსკარ შმერლინგი და სხვები. ილუსტრირებულ გაზეთებში ცნობილი ადამიანების ასეულობით შარჟია დაბეჭდილი.
ქართველი არტისტების შარჟი. მხატვარი: შალვა ქიქოძე. ჟურნალი „ეშმაკის მათრახი“, 1915 წლის 1 ნოემბერი.
ეროვნული არქივის მიერ შექმნილ ონლაინ-კოლექციაში შესულია პოლიტიკოსების, მსახიობების, მწერლების, კომპოზიტორების შარჟები, რომელიც დაბეჭდილია პერიოდულ გამოცემებში: „ცნობის ფურცლის სურათებიანი დამატება“ „თეატრი და ცხოვრება“, „ეშმაკის მათრახი“.
კრებული, რომელიც პირველ ეტაპზე 100-ზე მეტ შარჟს მოიცავს, ხელმისაწვდომია აქ.