თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 2 ივნისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის, საექიმოს, ლობჟანიძის, ჭრელაშვილის, ჰოლბრუკის და უჯარმის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო „ისანი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, აწყურის, დოესის, გარეკახეთის და იორის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კლდიაშვილის, მცხეთის, შროშის, მარუხის გმირთა, ტიციან ტაბიძის, აბაშელის, რაზმაძის და არაყიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხუდადოვის, ახალმოწამეთა, კეხვის, გარეჯის, ინტერნატის და წერონისის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, მეფე არჩილის, დემეტრე თავდადებულის, პეტრე იბერის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, იყალთოს მთის, კუტუზოვის, ტაშკენტის, გამრეკელის, ბახტრიონის, სულაქველიძის, გოძიაშვილის, ნუცუბიძის, ასათიანის და ზემო დელისის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, II, V მიკრორაიონების, მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, წყაროთუბნის, ხევისპირის, ჯაბიძის, მწვანეს, შულენბერგის, ფარსმან II ქველის, ხიზანიშვილის, მოსულიშვილის, ქერჩის, ილია ვეკუას, ხევძმარის, ხიზაბავრის, შეშელიძის და ვასაძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.