დარჩიაშვილი: ევროინტეგრაციის პროცესში ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს

Sputnik
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. საქართველოს ევროინტეგრაცია მხოლოდ მთავრობის ძალისხმევით არ გამოვა — ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორმა ასევე უნდა იტვირთონ თავისი წილი პასუხისმგებლობა, რათა ქვეყნის ევროპული მომავალი შეუქცევადი გავხადოთ, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.

„ჩვენ ავირჩიეთ საქართველოს ევროპული მომავალი და ეს არის გზა, რომელიც ჩვენ ყველამ უნდა გავიაროთ. ყველამ საკუთარი აგური უნდა დადოს ამ პროცესში, რადგან საქართველოს ევროინტეგრაცია მხოლოდ საქართველოს მთავრობის ძალისხმევით არ გამოვა. აქ თითოეულმა მონაწილემ — ოპოზიციამ, არასამთავრობო სექტორმა, ყველამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს და საქართველოს ევროპული მომავალი შეუქცევადი გავხადოთ“, — აღნიშნა მან.

დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობისთვის კანდიდატის სტატუსის მიღება უპირველესი პრიორიტეტია, რისთვისაც ის „ძალისხმევას არ იშურებს“.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლების მოლოდინები ევროკავშირიდან მიღებული შეფასებების საფუძველზე ყალიბდება, და ეს „მოლოდინები არის პოზიტიური“.