თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. ფრანგული „ბორდოს" ქართველი თავდამსხმელი ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის მაისის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
წინა თვეში ლიგა-2-ის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს კიდევ ერთი ქართველი თავდამსხმელი, გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძე, რომელიც „მეცში“ თამაშობს.
დავითაშვილმა „ბორდოში“ 21 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. თავდამსხმელს ანგარიშზე ორი საგოლე გადაცემაც აქვს.
მედიის ცნობით, „ბორდომ“ გადაწყვიტა 22 წლის დავითაშვილის კონტრაქტის გამოსყიდვის უფლებით გამოეყენებინა და ახალგაზრდა ფეხბურთელთან ახალ სრულფასოვან კონტრაქტს გააფორმებს.
დავითაშვილი „ბორდოს“ 2022 წლის 2 სექტემბერს ერთწლიანი იჯარის წესით და შემდგომში მისი გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. პირველი გოლი სადებიუტო მატჩში გაიტანა.
2018 წელს გაზეთ Guardian-მა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი მსოფლიოს 60 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელა, 2020 წლის დასაწყისში კი უეფამ ზურიკო დავითაშვილი 50 ახალგაზრდა ტალანტის სიაში შეიყვანა.