ცხოველების მუმიები და სარიტუალო ჭურჭელი: ეგვიპტეში უძველესი სამარხები აღმოაჩინეს - ფოტო

ეგვიპტეში აღმოაჩინეს უძველესი სამარხები და მუმიფიცირების სახელოსნოები
Sputnik
ეგვიპტის სოფელ საკარაში არქეოლოგებმა უძველესი ძეგლების საქმეთა უზენაესი საბჭოს გენერალურ მდივან მუსტაფა ვიზარის ხელმძღვანელობით აღმოაჩინეს ორი უძველესი სახელოსნო ადამიანებისა და ცხოველების მუმიფიკაციისათვის, ასევე ორი სამარხი და არტეფაქტების კოლექცია.
1 / 12

ეგვიპტელმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ადამიანებისა და ცხოველების მუმიფიკაციის სახელოსნო

2 / 12

ასევე აღმოაჩინეს სამარხები

3 / 12

რომლებიც ჩვენს ერამდე 24-ე და მე-14 საუკუნეებით თარიღდება

4 / 12

უძველესი ძეგლების საქმეთა უზენაესი საბჭოს გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სახელოსნოები, სადაც ხდებოდა ადამიანებისა და ცხოველების მუმიფიცირება, უკავშირდება 30-ე დინასტიას, რომელიც დაახლოებით 2 400 წლის წინ მართავდა

5 / 12

ყველა ოთახში აღმოაჩინეს მუმიფიკაციისათვის განკუთვნილი ქოთნები, ინსტრუმენტები და სარიტუალო ჭურჭელი

6 / 12

სახელოსნოებში იპოვეს კანოპებიც, რომლებშიც შინაგანი ორგანოები თავსდებოდა

7 / 12

ერთ-ერთი სახელოსნოს მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ნაგებობა „წმინდა ცხოველების მუმიფიკაციისათვის“ გამოიყენებოდა

8 / 12

მუმიფიცირებული პატარა ცხოველი

9 / 12

სახელოსნოში ასევე იპოვეს რამდენიმე სამარხი და ბრინჯაოს ინსტრუმენტები, რომლებსაც ბალზამირებისათვის გამოიყენებდნენ

10 / 12

ეგვიპტის ძველ დედაქალაქ მემფისში მდებარე სამარხი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტია

11 / 12

აქ მდებარეობს ათზე მეტი პირამიდა, ცხოველთა სამარხები და კოპტური ქრისტიანული მონასტრები

12 / 12

აღმოჩენა ეგვიპტისათვის მნიშვნელოვანია, რადგან მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე ის ტურისტულ სფეროს განავითარებს