თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. დიდი ინდური ავიაკომპანია IndiGo დელი-თბილისის რეგულარული პირდაპირი რეისების შესრულებას 18 აგვისტოდან დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
კერძოდ, დელი–თბილისი–დელის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისები 18 აგვისტოდან, კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება.
ფრენების განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას 29 მაისს მიენიჭა.
IndiGo ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანიაა, რომელიც 2006 წელს შეიქმნა. ის ამჟამად 135 მიმართულებით ასრულებს რეისებს. აქედან 77 შიდა რეისია და 58 – საერთაშორისო.