საქართველო იშვიათი დაავადებების მართვის კუთხით რეგიონში წამყვან ქვეყნად დასახელდა

ჰემოფილია იშვიათი და სერიოზული მემკვიდრეობითი დარღვევაა, რომელიც გამოწვეულია მუტაციით X ქრომოსომაში.
Sputnik
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტმა ცეზარ გარიდომ საქართველოს სისხლის ისეთი იშვიათი დაავადების მართვაში, როგორიც არის ჰემოფილია, რეგიონის წამყვანი ქვეყანა უწოდა, იუწყება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტ ცეზარ გარიდოს შეხვდა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას შეხვედრა ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტ ცეზარ გარიდოსთან
შეხვედრაზე გარიდომ განაცხადა, რომ სხვა ქვეყნებისთვის საქართველოს გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას შეხვედრა ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტ ცეზარ გარიდოსთან
მხარეებმა იმ სერვისებზე იმსჯელეს, რასაც საქართველო ჰემოფილიის დიაგნოზის მქონე პაციენტებს სთავაზობს.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას შეხვედრა ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტ ცეზარ გარიდოსთან
აღინიშნა, რომ იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტთა მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სრულად და თანაგადახდის გარეშე ხდება ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ასევე საჭირო ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურებები.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას შეხვედრა ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტ ცეზარ გარიდოსთან
ჰემოფილია იშვიათი და სერიოზული მემკვიდრეობითი დარღვევაა, რომელიც გამოწვეულია მუტაციით X ქრომოსომაში.
დაავადება გავლენას ახდენს სისხლის შედედების უნარზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰემოფილიით დაავადებულ ადამიანებს ჯანმრთელ ადამიანებთან შედარებით სისხლდენა უფრო ძნელად უჩერდებათ და ის დიდხანს გრძელდება.