„პრემიერმა ილაპარაკა სრული სიმართლე და ეს ახალი არ იყო, პირველად არავის გაუჟღერებია, თვით ზელენსკიც იძახდა, ნატოს გულისთვის ჩვენ ომს დავიწყებთ, ვიომებთ, არ დავიხევთ უკანო“, – განუცხადა ჟურნალისტებს გომელაურმა.
„პირველად არ ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი იმას, რომ ევროპული სწრაფვის გამო დაესხა თავს რუსეთი უკრაინას. მანამდე გახსოვთ, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა ასეთი სიტყვები, რომ უკრაინელები მზად არიან მოკვდნენ ევროპისთვის... გუშინ იგივე თქვა ღარიბაშვილმა“, – განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.
„მანიპულაცია, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, არის სასკოლო მაგალითი, თუ როგორ ხდება პროპაგანდისტული მესიჯების ჩამოყალიბება და გავრცელება შიდა თუ გარე წყაროებით, შიდა თუ გარე ლობისტებით, ფასიანი თუ უფასო დახმარებით საქართველოს დისკრედიტაციის საკითხში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.