თბილისი, 31 მაისი — Sputnik. რუსეთს „უხეში გამოღვიძება“ ემუქრება, როდესაც უკრაინის კონტრშეტევა დაიწყება, განაცხადა ამერიკელმა სენატორმა ლინდესი გრემმა კიევში მოგზაურობის შემდეგ.
მისი თქმით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების გეგმები გააცნო.
„უახლოეს დღეებში უკრაინელთა მხრიდან ძალის საკმაოდ შთამბეჭდავ დემონსტრაციას იხილავთ“, — აღნიშნა გრემმა.
ამასთან სენატორმა კონტრშეტევის დეტალები და ვადები არ გაამხილა, თუმცა განაცხადა, რომ „ოპერაციის ფორმირება“, ანუ რუსული თავდაცვის „გამწელავი“ შეტევები უკვე დაწყებულია.
მანამდე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამერიკელ სენატორ ლინდსი გრემზე ძებნა გამოაცხადა, როგორც რუსული მედია წერს, „რუსოფობიური განცხადების“ გამო. ამასთან ძებნილ პირთა უწყებრივ ბაზაში დაკონკრეტებული არ არის, კერძოდ რომელი მუხლით იძებნება სენატორი.
წყარო: Politico