მსოფლიო დღეს

Hurriyet: ერდოღანის ინაუგურაცის შემდეგ თურქეთს პუტინი და ზელენსკი ეწვევიან

Sputnik
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. თურქეთის ხელახლა არჩეული პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას მსოფლიოს ბევრი სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება, ხოლო ინაუგურაციის შემდეგ თურქეთს რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები ეწვევიან, იუწყება გამოცემა Hurriyet.

„მსოფლიოს ბევრი სახელმწიფოს ლიდერებმა უკვე განაცხადეს, რომ დაესწრებიან ცერემონიას, რომელიც შაბათს გაიმართება. ამასთან, პუტინი ცალკე სპეციალური ვიზიტით ეწვევა თურქეთს, რის შემდეგაც ზელენსკიც ჩამოვა. პუტინისა და ზელენსკის ვიზიტისას ომის მიმდინარეობასა და მარცვლეულის დერეფანზე იქნება მსჯელობა“, — აკონკრეტებს გამოცემის რეპორტიორი ჰანდე ფირათი.

მანამდე თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა მეჰმედ უჩუმმა განაცხადა, რომ ერდოღანის ინაუგურაციის ცერემონია შეიძლება 3 ივნისს ჩატარდეს, თუ უმაღლესი საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგებს 1 ივნისამდე გამოაცხადებს.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა შეკითხვაზე, დაესწრება თუ არა ვლადიმირ პუტინი თურქი კოლეგის ინაუგურაციას, განაცხადა, რომ მისთვის არაფერია ცნობილი ღონისძიებაზე უცხოელი ლიდერების მიწვევის შესახებ.
წყარო: Hurriyet