მსოფლიო დღეს

გერმანია რუსეთის ოთხ საკონსულოს ხურავს

Sputnik
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. გერმანიაში რუსეთის ხუთი გენერალური საკონსულოდან მხოლოდ ერთი განაგრძობს მუშაობას, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კრისტოფერ ბურგერმა.
მისი თქმით, ეს არის ბერლინის პასუხი მოსკოვის გადაწყვეტილებაზე, შეამციროს გერმანელი საჯარო მოხელეების რაოდენობა რუსეთში.

„მუშაობის უფლება მხოლოდ ბერლინის ერთ საკონსულოსა და საელჩოს შეუნარჩუნდება. გარდა ამისა, გერმანია ასევე ხურავს თავის საკონსულოებს კალინინგრადში, ნოვოსიბირსკსა და ეკატერინბურგში“, – განმარტა ბურგერმა.

როგორც გერმანელმა დიპლომატმა აღნიშნა, რუსეთში მხოლოდ ორი გენერალური საკონსულო იმუშავებს – მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში არსებული გერმანული დაწესებულებების თანამშრომელთა რაოდენობაზე ლიმიტი 22 აპრილს დააწესა, რომელიც ძალაში ივნისის დასაწყისში შევა.