მსოფლიო დღეს

თურქული მედია: ერდოღანმა შესაძლოა მთავრობა მთლიანად შეცვალოს

Sputnik
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. თურქეთის ხელახლა არჩეულმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შესაძლოა მთლიანად შეცვალოს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა, იუწყება ტელეარხი TGRT Haber.
არხის ცნობით, თურქეთის ლიდერმა უკვე შეიმუშავა გეგმა, თუ როგორ უნდა უხელმძღვანელოს ქვეყანას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.

„პრეზიდენტი ერდოღანი, რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა, მაშინვე შეუდგა მუშაობას. მსოფლიო ლიდერების მილოცვების მიღების შემდეგ ერდოღანმა ასევე შეიმუშავა „საგზაო რუკა“, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. ჯერჯერობით მხოლოდ ხმები დადის იმის შესახებ, თუ ვინ შევა მინისტრთა ახალ კაბინეტში“, — იტყობინება ტელეკომპანია.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის მოქმედი მინისტრთა კაბინეტის ბოლო სხდომა დღეს გაიმართება, ხოლო ახალი კაბინეტის შემადგენლობას, რომელიც, სავარაუდოდ, მთლიანად შეიცვლება, ერდოღანი შაბათს გამოაცხადებს.
წყარო: TGRT Haber