ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტში მიიღებს მონაწილეობას

მთავრობის მეთაური სამიტის ფარგლებში ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს.
Sputnik
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც კიშინიოვში 1 ივნისს ჩატარდება, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, პრემიერი სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას. სამიტის ფარგლებში ღარიბაშვილი ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს.
მთავრობის მეთაური კიშინიოვში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.
EPC სამიტში 60 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიებაზე ენერგეტიკის, მიგრაციის, უსაფრთხოების, ინფრასტრუქტურის, თავდაცვისა და გეოპოლიტიკის საკითხებს განიხილავენ.