რუსეთში მიაჩნიათ, რომ ეუთო თავმჯდომარის საკითხის გამო არ დაიშლება

Sputnik
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. თუ ეუთო დაიშლება, არა იმ მიზეზით, რა მიზეზიც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაასახელა, განუცხადა რია ნოვოსტის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომ.

„თუ ეუთო დაიშლება, ეს სხვა მიზეზების გამო მოხდება და არა იმიტომ, რომ ესტონეთი 2024 წელს მოქმედი თავმჯდომარის მოვალეობებს არ შეასრულებს“, — აღნიშნა გრუშკომ.

მანამდე ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პეკა ჰაავისტომ გამოცემა Yle-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მომდევნო ნახევარი წლის განმავლობაში ეუთოში კრიზისია მოსალოდნელი, ვინაიდან რუსეთი და ბელარუსი 2024 წელს ორგანიზაციის თავმჯდომარედ ესტონეთის დანიშვნას ეწინააღმდეგებიან.
მისი თქმით, თუ ეუთოს წევრი 57-ვე ქვეყანა ოპერატიულად არ შეთანხმდება ყველასათვის მისაღებ სცენარზე, ორგანიზაცია შეიძლება მანამ დაიშალოს, სანამ ფინეთი თავმჯდომარეობას გადაიბარებს 2025 წელს.