ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში გაიზარდა.
Sputnik
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,07%-ით გაიზარდა და 89,82 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 6,67%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობა
კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 99,95 პუნქტის ფასით, 6,19% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,17%-ით შემცირდა.
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,05%-ით შემცირდა, ვაჭრობა დაიხურა 7,51% მოგებით 85,49 პუნქტის ფასით.
ვაჭრობა აქციებით
ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის" აქციებზე ფასი ერთ კვირაში 2,75%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 31,8 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 683 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 31,25–33,5 ფუნტის დიაპაზონში.
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში შემცირდა 1,06%-ით და ერთ აქციაზე 8,4 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 206 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 8,21–8,5 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში შემცირდა 3,82%-ით და 23,95 ფუნტი შეადგინა ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 270 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 23,75–25,0 ფუნტის დიაპაზონში.