მსოფლიო დღეს

სხვა გაერთიანებებიც არსებობს: ტოკაევმა ლუკაშენკოს „ხუმრობას“ უპასუხა

Sputnik
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ალექსანდრ ლუკაშენკოს ხუმრობას, რომელმაც ასტანას რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანება შესთავაზა, „ღირსეულად ვაფასებ“, მიმაჩნია, რომ ამგვარი გაერთიანების აუცილებლობა არ არსებობს, განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა.
მანამდე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ყაზახეთს შეუძლია შეუერთდეს რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს და „ბირთვული იარაღი ყველასთვის იქნება“.

„ამ დღეეებში ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ შესთავაზა ყაზახეთს, გაწევრიანდეს საკავშირო სახელმწიფოში. მე ღირსეულად ვაფასებ მის ხუმრობას. ვფიქრობ, რომ ამის საჭიროება არ არსებობს, რადგან არსებობს სხვა ინტეგრაციული გაერთიანებებიც, პირველ რიგში, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი“, — განაცხადა ტოკაევმა.

ამასთან ყაზახეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ მის ქვეყანას ბირთვული იარაღი არ სჭირდება, ვინაიდან ყაზახეთი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებისა და ბირთვული იარაღის გამოცდების აკრძალვის ხელშეკრულების მონაწილეა.
„ჩვენ კვლავაც ერთგული ვართ ამ საერთაშორისო დოკუმენტებით ნაკისრი ვალდებულებებისა“, — აღნიშნა ტოკაევმა.
როგორც ყაზახეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა რუსლან ჟელდიბაიმ განაცხადა სახელმწიფოს მეთაურის სიტყვების კომენტირებისას, „ყაზახეთს არ აქვს განზრახვა, შექმნას ან შევიდეს რაიმე სახის საკავშირო სახელმწიფოში, და არც მომავალში გეგმავს ამის გაკეთებას“.