1 ივლისიდან საქართველოში შენობების ენერგოეფექტურობისადმი მოთხოვნები იცვლება

მშენებლებს, მშენებლობის ნებართვის მიღებისას, მოეთხოვებათ წარმოადგინონ სითბოს შენარჩუნების სტანდარტებთან შესაბამისობის დეკლარაცია
Sputnik
თბილისი, 27 მაისი – Sputnik. 2024 წლის 1 ივლისიდან საქართველოში ყველა მშენებელი ვალდებული იქნება დაიცვას ენერგოეფექტურობის მოთხოვნები ახალი შენობების მშენებლობისას.
ახალი წესების მიხედვით, მშენებლობის ნებართვის აღებისას მშენებლებს მოეთხოვებათ სითბოს შენარჩუნების სტანდარტებთან შესაბამისობის დეკლარაციის წარდგენა, მშენებლობისას კი სპეციალური სამსახურები სტანდარტების დაცვას გააკონტროლებენ.
ამ დროისთვის საუბარია D კლასის ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტების დაცვაზე. ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები, ხარჯების ოპტიმალური დონის გათვალისწინებით, სხვადასხვა ტიპის შენობებისთვის ინდივიდუალურად განისაზღვრება.
თბილისის სკოლები ერთმანეთს ენერგოეფექტურობაში შეეჯიბრებიან >>
შენობების ენერგოეფექტურობის გაანგარიშების ეროვნული მეთოდოლოგია მოიცავს მინიმუმ შემდეგ ასპექტებს: შენობის არქიტექტურულ პროექტი; შენობის მდებარეობა და ორიენტაცია, მათ შორის გარე კლიმატური პირობების გათვალისწინებით; პასიური მზის სისტემები; გათბობის სისტემები, ცხელი წყლით მომარაგება; კონდიცირების სისტემები; ბუნებრივი და მექანიკური ვენტილაცია; შიდა განათების სისტემები; შიდა კლიმატური გარემო; შიდა ენერგეტიკული დატვირთვა და ენერგიის სისტემები, რომლებიც განახლებადი წყაროდან არის მოპოვებული.