Google-მა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სპეციალური დუდლი გამოუშვა

Google-მა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და თავის მომხმარებელს ქვეყნის მთავარი დღესასწაულის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა.
Sputnik
თბილისი, 26 მაისი – Sputnik. მსოფლიოში უდიდესმა საძიებო ინტერნეტ-სისტემა Google-მა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თავის სასტარტო გვერდზე დუდლის განთავსებით მიულოცა ქართული დროშით.
საძიებო სისტემაში მითითებულია, რომ საქართველო დღეს, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. დუდლის მეშვეობით ინტერნეტის მომხმარებელს შეუძლია გადასვლა გვერდზე, სადაც განთავსებულია ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო დღესასწაულის შესახებ.
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. ქვეყნის უზენაესმა საბჭომ საყოველთაო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე 9 აპრილს შესაბამისი აქტი მიიღო.