მსოფლიო დღეს

ევრაზიული კავშირის სამიტზე 13 დოკუმენტს მოეწერა ხელი

Sputnik
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. ევრაზიული კავშირის ქვეყნების ლიდერებმა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაში, ხელი მოაწერეს 13 დოკუმენტს, რომელთა სიაც კრემლის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
მათ შორისაა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის, ასევე „ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს ცალკეულ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ოქმები.
გარდა ამისა, ხელმოწერილია ოქმები ევრაზიული კავშირის ფარგლებში მომსახურების ცალკეული სექტორების ლიბერალიზაციის გეგმების განხორციელების შესახებ და გაერთიანების წევრი ქვეყნების მიერ ვაჭრობის რეგულირების წესებით გათვალისწინებული დებულებების 2021-2022 წლებში შესრულების მონიტორინგის შედეგების შესახებ.
კიდევ ერთი ხელმოწერილი დოკუმენტია ევრაზიული კავშირის შესახებ 2014 წლის 29 მაისის ხელშეკრულებაში ცვლილებები EAEU წევრი ქვეყნების მიერ მრეწველობის დარგებში ერთობლივი თანამშრომლობის პროექტების განხორციელებაში ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ ოქმში.
აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა შეხვედრის მონაწილეებს ევრაზიული კავშირის საიუბილეო სამიტის ჩატარება 2024 წელს ასტანაში შესთავაზა. 10 წლის წინ კავშირის დაარსების შესახებ შეთანხმებას ხელი სწორედ ყაზახეთის დედაქალაქში მოეწერა.