მსოფლიო დღეს

არჩევნები თურქეთში: მეორე ტურში საზღვარგარეთ ხმა რეკორდული რაოდენობის ადამიანმა მისცა

Sputnik
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ფარგლებში ქვეყნის საგარეო მისიებში ხმის მიცემა დასრულდა, მაჩვენებელმა პირველ ტურში ამომრჩეველთა რაოდენობას გადააჭარბა და რეკორდული გახდა, იუწყება თურქეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია.

„თურქეთის მოქალაქეთა რაოდენობამ, რომლებმაც საზღვარგარეთ მისცეს ხმა, 1.816.294 კაცი შეადგინა“, — ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩენების პირველი ტურში საზღვარგარეთ და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე ხმა თითქმის 1,6 მილიონმა ადამიანმა მისცა (აქტივობამ 53%-ს გადააჭარბა), საიდანაც 16.000-ზე მეტი ხმა ბათილად იქნა ცნობილი.
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების ამომრჩეველთა სიებში საზღვარგარეთ მცხოვრები 3,4 მილიონი მოქალაქეა შეყვანილი. მათთვის საარჩევნო უბნები 73 ქვეყანაშია გახსნილი. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, აეროპორტებსა და საზღვაო პორტებში ხმის მიცემა 28 მაისამდე გაგრძელდება.