თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 24 მაისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 25 მაისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და შოთა ნადირაშვილის ქუჩის მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის (მაწილობრივ), კვანტალიანის, გოძიაშვილის, პეტრე სარაჯიშვილის, ჯურხა ნადირაძის, თოფურიას, შავიშვილის, უნივერსიტეტის, გიორგი დანელიას და ქავთარაძის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მტკვრის მარცხენა სანაპიროს, სანაპირო კოსმონავტების, დიღმის მასივის II კვარტლის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), სტანისლავსკის, მრევლიშვილის, სამტრედიის, გუდაუთის, ცაბაძის, მეტრეველის, ქურდიანის, წინამძღვრიშვილის, კვინიტაძის, უზნაძის, ბაგრატიონის, სოხუმის, ზუგდიდის, ტრანსპორტის, ერისთავის, კარალეთის, ნინუას, ზესტაფონის, ხვინგიას და ბენდელიანის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), უზნაძის, უშანგი ჩხეიძის და ლუბლიანას ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელა ჭედიას ქუჩის მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მზიურის პარკის ტერიტორიის, ნინო რამიშვილის, ატენის და ჭაბუ ამირეჯიბის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, შოთა ნიშნიანიძის და გულიას ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.