საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სეზონური მაშველის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს

კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, სეზონურ მაშველს შესაძლებლობა ექნება მუშაობა გააგრძელოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
Sputnik
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სეზონური მაშველის ანაზღაურებად პოზიციაზე მიღებას აცხადებს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სეზონური მაშველის პოზიციაზე მიიღებიან 18-35 წლის მოქალაქეები, რომლებიც სრულყოფილად ფლობენ ცურვას.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა იქონიონ ჯანმრთელობის ცნობა. კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, სეზონურ მაშველს შესაძლებლობა ექნება მუშაობა გააგრძელოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
დეტალური ინფორმაციისთვის მოქალაქეებმა უნდა დარეკონ შემდეგ ნომერზე: 591 80 33 34.
გასული ზაფხულის სეზონზე ზღვის, მდინარეების და ტბების სანაპიროებზე ყოველდღიურად 320-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მორიგეობდა.
წინა წლებთან შედარებით, სეზონური მაშველების ხელფასი 2022 წელს 25%-ით გაიზარდა.