საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ახალი დირექტორი ჰყავს

ახვლედიანი სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩა.
Sputnik
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად ალექსი ახვლედიანი დაინიშნა, ნათქვამია სამინისტროს ვებ-გვერდზე.
ახვლედიანი სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩა.
ალექსი ახვლედიანს დამთავრებული აქვს თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშენებლო-ეკონომიკური ფაკულტეტი და თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი.
მისი შრომითი გამოცდილება საკმაოდ მრავალმხრივია – სხვადასხვა წლებში მუშაობდა ხელმძღვანელ პოზიციებზე როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ახალი დირექტორი საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია.