თბილისი, 22 მაისი – Sputnik. 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონემ 18% შეადგინა, ანუ 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,4%-ით შემცირდა, აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ინფორმაციაში.
უმუშევრობის დონე 2022 წლის მეოთხე კვარტალში შეადგენდა 16,1%-ს, მესამე კვარტალში – 15,6%-ს, მეორე კვარტალში – 18,1%-ს, პირველ კვარტალში – 19,4%-ს.
საქართველოში უმუშევრობის დონე გამოითვლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის თანაფარდობის საფუძველზე.
საანგარიშო პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 10,4 ათასი ადამიანით (3,6%) შემცირდა და 279,2 ათასი ადამიანი შეადგინა. ამასთან, ქალაქებში უმუშევრობის დონე 0,8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლებში 2,4 პუნქტით შემცირდა.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად უფრო მაღალია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში, შესაბამისად, 20,3% და 15,1%.
2023 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი მამაკაცებში 1,1 პროცენტული პუნქტით, ხოლო ქალებში 1,7 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
დაქირავებულთა რიცხოვნობა 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაიზარდა 45,8 ათასი ადამიანით (5,6%) და 863,5 ათასს მიაღწია. თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 25,4 ათასით გაიზარდა (6,6%) და 407,7 ათასი შეადგინა.
აქტიურობის დონე, ქალებთან შედარებით, მაღალია მამაკაცებში. 2023 წლის პირველ კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 41,9%-ს, ხოლო კაცებში 63,6%-ს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აქტიურობის დონე ქალებში გაზრდილია 2,9 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 1,1 პროცენტული პუნქტით.