SuperNatural: მთაწმინდის პარკში ნატურალური ღვინისა და კერძების ფესტივალი გაიმართება

ყველასათვის საყვარელი ფესტივალი სამწლიანი პანდემიის პაუზის შემდეგ ბრუნდება
Sputnik
თბილისი, 21 მაისი – Sputnik. ფესტივალი, რომელზეც იქნება წარმოდგენილი ნატურალური ქართული ღვინოები და კერძები, 17 ივნისს მთაწმინდის პარკში გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ფესტივალი სამწლიანი პანდემიის პაუზის შემდეგ ბრუნდება და ტრადიციულად eZo Festival-ის სივრცეში გაიმართება.
ახალი ღვინის ფესტივალი
ფესტივალზე სტუმრებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ ნატურალური ღვინის მწარმოებლებსა და გასტრონომიული სამყაროს წარმომადგენლებს, ასევე ფერმერებსა და ახალგაზრდა მეწარმეებს, რომლებიც ნატურალურ პროდუქტებს აწარმოებენ.
ფესტივალზე ქართული ღვინისა და სხვადასხვა დელიკატესების გარდა, ხელნაკეთი ნივთების შეძენაც იქნება შესაძლებელი.