თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით პირველი თვითმფრინავი გაფრინდა

20 მაისიდან Georgian Airways-ის თვითმფრინავები თბილისი-მოსკოვი-თბილისის მარშრუტით ყოველდღიურად იფრენენ
Sputnik
თბილისი, 20 მაისი – Sputnik. ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, შაბათს, 20 მაისს შესრულდა ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის პირველი პირდაპირი რეისი თბილისი-მოსკოვი, ნათქვამია აეროპორტის ვებგვერდზე.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა 10 მაისს გააუქმა.
საპროტესტო აქციები თბილისში: ფრენების აღდგენის გამო ქალაქის ცენტრი დაკეტილია >>
20 მაისიდან Georgian Airways-ის თვითმფრინავები თბილისი-მოსკოვი-თბილისის მარშრუტით ყოველდღიურად იფრენენ, პირდაპირი ფრენების ნებართვა კომპანიამ „როსავიაციისგან“ მიიღო. ავიარეისები ყოველდღიურად მოსკოვის აეროპორტ „ვნუკოვოდან" Boeing 737-ის თვითმფრინავებით შესრულდება.
19 მაისს რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის“ თვითმფრინავმა ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ქვეყნებს შორის პირველი რეისი შეასრულა და საქართველოს დედაქალაქში დაეშვა.
რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა ასევე მიიღო ნებართვა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან და ის თბილისსა და ქუთაისში იფრენს.