თბილისი-მოსკოვის თვითმფრინავი ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა

მგზავრობის საერთო დრომ სამსაათნახევარი შეადგინა
Sputnik
თბილისი, 20 მაისი – Sputnik. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის პირველი თვითმფრინავი, რომელმაც ოთხწლიანი პაუზის შემდეგ პირდაპირი რეისი თბილისი-მოსკოვი შეასრულა, რუსეთის დედაქალაქში, ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა, წერს „რია ნოვოსტი“.
ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის პირველი პირდაპირი რეისი თბილისი-მოსკოვი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, შაბათს დილით, 20 მაისს შესრულდა. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დილის 8 საათზე გაფრინდა.
თვითმფრინავი მოსკოვში ადგილობრივი დროით 10:16 საათზე დაეშვა. მგზავრობის დრომ 3,5 საათი შეადგინა. ბილეთები პირველ რეისზე ორ საათში გაიყიდა.
ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის ხელმძღვანელის, თამაზ გაიაშვილის თქმით, რომელმაც რეისის მგზავრები თბილისიდან გააცილა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენით კმაყოფილია.
„საქართველოს მოსახლეობა - 90%-ზე მეტი, დიდი ენთუზიაზმით შეხვდა ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას. ვლადიმერ პუტინის განკარგულებით ყველა გახარებულია“, - განაცხადა თამაზ გაიაშვილმა МИР 24-თან საუბრისას.
19 მაისს რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის“ თვითმფრინავმა ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ქვეყნებს შორის პირველი რეისი შეასრულა და საქართველოს დედაქალაქში დაეშვა. ბორტზე 86 მგზავრი იმყოფებოდა.
რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა ასევე მიიღო ნებართვა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან და ის თბილისსა და ქუთაისში იფრენს.
კახეთში სასტუმროსთან აქციის მონაწილეთა ნაწილი დააკავეს: ლავროვის ოჯახი ყურადღების ცენტრშია >>
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა 10 მაისს გააუქმა.